საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და მაგისტრანტების საყურადღებოდ!

შპს „აპექსი“ ახორციელებს ბიზნეს-კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისთვის შეიქმნა ქართული წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსხვილ და საშუალო სიდიდის ქართულ კომპანიებში.

ვაპირებთ განვაახლოთ ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა და ავიყვანოთ 15 სტაჟიორი. განსაკუთრებით წარმატებული სამი-ოთხი მსმენელი მიიღებს შეთავაზებას დასაქმებაზე ჩვენს კომპანიაში. ყველა დანარჩენი კურსდამთავრებული ჩაირიცხება ჩვენს საკადრო რეზერვში.

სტაჟირების მიზანია შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და დანერგვის ჯგუფებში მუშაობას, ჩვენი კლიენტების პერსონალის გადამზადებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას.

სტაჟირების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიისა და პროგრამულ უზრუნველყოფა Apex ERP-სთან მუშაობის შესწავლას. მსმენელები ასევე გაეცნობიან სამეწარმეო კანონის, შრომის კანონთა კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ძირითად დებულებებს.

ყველა მსმენელს ექნება საკუთარ მონაცემთა ბაზასთან წვდომის საშუალება, რომლებიც კურსის მსვლელობისას მიცემულ დავალებებს პროგრამა Apex ERP-ში შეასრულებენ.

სწავლების ხანგრძლივობაა 2.5-3 თვე.

ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 2 საათის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში;

შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:

  1. რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს  რეზიუმეს მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
  2. ინდივიდუალური გასაუბრება;
  3. ტესტირება (ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ ამოცანებს. ტესტირება და  შედეგების გასწორება მოხდება იმავე დღეს, მონაწილეების თანდასწრებით).

შერჩეული სტაჟიორები სწავლის პერიოდში, ყოველი კვირის ბოლოს, გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტირებას განვლილი მასალიდან. ტესტირების არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე მსმენელებისთვის შეწყდება სტაჟირების პროგრამა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ  ელექტრონულ მისამართზე: lado@apex.ge

ყურადღება: სწავლება უფასოა!

რეზიუმეების მიღება შეწყდება 2021 წლის 19  ნოემბერს.

სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2021 წლის 25 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია შპს „აპექსის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:

http://www.apex.ge და http://support.apex.ge

 

სწავლების პერიოდში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
  • ფულადი საშუალებების მოძრაობა და აღრიცხვა;
  • მოთხოვნების აღრიცხვა;
  • მარაგების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გადასახადების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშგება
თარიღი: 04/11/2021